ლივერპული, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

UEFA, Sofascore - კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილიც. კვარას დიდებული მატჩი ჰქონდა და პარიზელთა მხრიდან მე-2 გოლი სწორედ მან გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, UEFA-მ კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ასევე გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ქართველი საუკეთესოდ აღიარა. ხვიჩას 9.0 შეფასება ერგო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგია.

საინტერესო ის გახლავთ, რომ კვარაცხელიას ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა. ის გახდა პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, პლეი-ოფის ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საგოლე პასების რაოდენობას, ქართველ სუპერვარსკვლავს 4 შედეგიანი გადაცემა აქვს.

ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 კვარას მომენტები VS ლივერპული

მამარდას მოგერიებები VS პსჟ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები