ლივერპული, პსჟ, გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას სუპერ გოლი და მამარდას ეფექტური მოგერიებები - პსჟ-მ ლივერპულს მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილიც. კვარას დიდებული მატჩი ჰქონდა და პარიზელთა მხრიდან მე-2 გოლი სწორედ მან გაიტანა.

რაც შეეხება მამარდაშვილს, მან რამდენიმე ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთი სწორედ ხვიჩას დარტყმული.

ანგარიში მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. პარიზელები ბევრს უტევდნენ და მეორე ნახევარში ამან შედეგი გამოიღო. ხვიჩა კვარაცხელიამ 65-ე წუთზე დიდებული ცრუ მოძრაობები შემოგვთავაზა, გიორგი მამარდაშვილიც მოატყუა და გოლი სწორედ ასე გაიტანა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ხვიჩას ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა. ის გახდა პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, პლეი-ოფის ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საგოლე პასების რაოდენობას, ქართველ სუპერვარსკვლავს 4 შედეგიანი გადაცემა აქვს.

კვარას მომენტები Vs ლივერპული

მამარდას ყველა მოგერიება VS პსჟ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები