ხვიჩა კვარაცხელია, ვილიან პაჩო
Aa
Aa

„რა გოლი გაიტანა! საოცარ დონეზეა“ | პაჩომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ვილიან პაჩომ TNT Sports-ს ინტერვიუ მისცა და „ლივერპულთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო. ეკვადორელ მცველს ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს და პაჩომ აღნიშნა, რომ „კვარა“ საოცარ დონეზე იმყოფება.

TNT Sports-ის შეკითხვა: „კვარას გოლი ალბათ ნახე. ორივე გოლი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ კვარაცხელიას გოლი განსაკუთრებული იყო. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორია ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ ვარჯიშზე თამაში. რას იტყვი მასზე?“

პაჩო: „კი, კი. ზოგჯერ მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში წარმოუდგენელია — ცრუმოძრაობებს აკეთებს და უბრალოდ ტყუვდები, თუმცა როცა საკუთარი თვალით ვუყურებ, როგორ თამაშობს, ეს ალბათ მეხმარება, უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. რა საოცარი გოლი გაიტანა!

ვფიქრობ, კვარაცხელია საოცარ დონეზე იმყოფება. ძალიან გვეხმარება როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი მოდის იმ თავდადებიდან, რომელიც მას აქვს და რომელიც პარი სენ-ჟერმენის ყველა ფეხბურთელს აქვს გუნდის მიმართ.“

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ლივერპულთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „კვარა“ ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეც იყო წარდგენილი, მაგრამ მანუელ ნოიერისა და დავიდ რაიას შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველი გოლი მთლიანად იღბალი იყო“ - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
„პირველი გოლი მთლიანად იღბალი იყო“ - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე