გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, პოლ რობინსონი
Aa
Aa

„პირველი გოლი მთლიანად იღბალი იყო“ - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა BBC Sport-თან ინტერვიუს დროს „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩზე ისაუბრა და პირველი გოლის ეპიზოდი შეაფასა.

რას ამბობს რობინსონი:

„პსჟ-სთვის ეს იღბლიანი დასასრული იყო. გოლამდე, „ლივერპულზე“ ზეწოლა იზრდებოდა და საუბედუროდ, ისეთი რიკოშეტი დაემთხვა, რის გამოც ბურთი ჰაერში აიჭრა და გიორგი მამარდაშვილს თავს ზემოთ გადაევლო. დეზირე დუემ თავისი შანსი გამოიყენა.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პარი სენ-ჟერმენთან 2:0 დამარცხდა, მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 14 აპრილს, „ენფილდზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ცეცხლს ანთებს“ - საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე
„კვარაცხელია ცეცხლს ანთებს“ - საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე