„კვარაცხელია ცეცხლს ანთებს“ - საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ალენ პოღოსიანმა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა. Le Parisien-თან ინტერვუში პოღოსიანმა ქართველი შემტევზე საუბრისას საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
რას ამბობს პოღოსიანი:
„ის ცეცხლს ანთებს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ტყუილად არ დაუსახელებიათ. ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული, ბევრს მოძრაობს, ხსნის სივრცეებს დაცვაში – ის გამორჩეულია. ამ გუნდში, რომელიც სავსეა ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეებით, მაგრამ მაინც გუნდურად თამაშობს და შეუძლია საფრთხე ნებისმიერი მხრიდან შექმნას. კვარაცხელია, როცა ის ასეთ ფორმაშია, უბრალოდ შეუჩერებელია, რაც მისმა გოლმაც დაამტკიცა.“
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში მე-12 მატჩი ჩაატარა და მე-8 გოლი გაიტანა, ასევე, მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაცაა. ხვიჩა ზედიზედ მესამე მატჩში გახდა საუკეთესო მოთამაშე და ამასთან, პსჟ-ს ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-4 პლეი-ოფის მატჩში გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ საპასუხო მატჩი „ენფილდზე“ 14 აპრილს გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.