რიო ფერდინანდი, ლამინ იამალი
Aa
Aa

რიო ფერდინანდი: იამალი მაიძულებს, ფეხბურთი ხელახლა შევიყვარო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ლამინ იამალზე ისაუბრა.

მისი თქმით,  „ბარსელონას“ ვინგერი აიძულებს, ფეხბურთი ხელახლა შეიყვაროს

„ადრე იყვნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან მარადონა, რიკელმე, ვერონი. აი, რატომ მიყვარს ფეხბურთი — იმ მოთამაშეების გამო, რომლებიც დრიბლინგზე მიდიოდნენ და გიჟურ რამეებს აკეთებდნენ, უბრალოდ რისკავდნენ. იამალი შედის იმ ფეხბურთელების კატეგორიაში, რომლებიც რისკავენ და ხალხის გართობა სურთ. თუ ვისაუბრებთ იმაზე, ვინ არის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, ის აუცილებლად უნდა ვახსენოთ“, - განაცხადა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ იამალი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი 2031 წლამდეა გათვლილი. 

გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში 18 წლის ფეხბურთელმა 41 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 16 საგოლე მოქმედება შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა