ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკომ პენალტი ვერ გაიტანა | სენტ-ეტიენი ნანსის დაუზავდა

ლიგა 2-ის 29-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ მე-15 ადგილზე მყოფ „ნანსის“ ესტუმრა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

მეექვსე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - სწრაფი შეტევა ზაქარია ფდაუშის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. პირველი ტაიმის მიწურულს „სენტ-ეტიენმა“ პენალტი გამოიმუშავა. ბურთთან ზურიკო დავითაშვილი მივიდა, თუმცა „ნანსის“ მეკარემ, ენცო ბაზილიომ ქართველ ფეხბურთელს კუთხე გამოუცნო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე ლუკა სტასენმა წონასწორობა აღადგინა და „მწვანეები“ მარცხისგან იხსნა.

ზურიკომ 68 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 5.7-იანი შეფასება დაიმსახურა. დავითაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 1 გამოუყებელი საგოლე მომენტი, 40 შეხება ბურთთან, 1 წარმატებული დრიბლინგი, 28-დან 23 ზუსტი პასი (82%), 4-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 1 ზუსტი გრძელი პასი და 3-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა.

29 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 54 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრუას“ 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ზურიკოს გუნდი 11 აპრილს საკუთარ მოედანზე „დიუნკერკს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილი თამაშში კარგად ჩაერთო | პოლცინმა მინდორზე აუგსბურგთან დააბრუნა
გოჩოლეიშვილი თამაშში კარგად ჩაერთო | პოლცინმა მინდორზე აუგსბურგთან დააბრუნა