მარკ კუკურელია
Aa
Aa

„გამოცდილება დაგვაკლდა“ | კუკურელია პარი სენ-ჟერმენთან 2:8-ზე

„ჩელსის“ ფეხბურთელმა, მარკ კუკურელიამ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. „არისტოკრატების“ ესპანელმა მცველმა ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი, ორი მატჩის ჯამში, 2:8 განადგურდა.

„პარი სენ-ჟერმენთან გამოცდილება დაგვაკლდა. ჩვენი ბევრი ფეხბურთელისთვის ეს პირველი შეხვედრა იყო, როდესაც ასეთი კალიბრის თამაშში მიიღეს მონაწილეობა. საბოლოოდ, ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდა.

ყოველთვის გაქვს უფლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ მათ უკეთესად უნდა გავმკლავებოდით. შეგვეძლო, განმეორებით მატჩს ერთბურთიანი ჩამორჩენით შევხვედროდით და პირველი თამაში 2:3 წაგვეგო. ასეთ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ შეცდომა დავუშვით, მკაფიო სტრუქტურის გარეშე შევუტიეთ და პარი სენ-ჟერმენმა შანსი გამოიყენა და დაამტკიცა, რომ ჩვენზე წინაა.“

ცნობისთვის, „კვარამ“ „ჩელსის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და ორივე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ „ლურჯებთან“ 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუფასებელია, ხანდახან ხალხს ავიწყდება, რამდენად სტაბილურია“ | ფაბრიციომ ხვიჩაზე ისაუბრა
„დაუფასებელია, ხანდახან ხალხს ავიწყდება, რამდენად სტაბილურია“ | ფაბრიციომ ხვიჩაზე ისაუბრა