ტოტენჰემი, იგორ ტუდორი, რობერტო დე ძერბი
Aa
Aa

რობერტო დე ძერბი მზადაა, ტოტენჰემი ჩაიბაროს | BBC-ის ჟურნალისტი

რობერტო დე ძერბი შესაძლოა „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

BBC-ის ჟურნალისტის, სემი მოკბელის ინფორმაციით, „დეზები“ „მარსელის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს მართავენ.

მისივე ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მზადაა, კლუბს ახლავე ჩაუდგეს სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სეზონის დასრულებამდე მუშაობის დაწყება არ სურდა.

აღინიშნება, რომ მხარეები ჯერ არ მისულან საბოლოო შეთანხმებამდე, თუმცა მოლაპარაკებები წინ მიიწევს და „პოზიტიურად“ ფასდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ იგორ ტუდორი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ხორვატი სპეციალისტის კარიერა ინგლისურ კლუბში ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.

ტუდორმა ტომას ფრანკი 14 თებერვალს ჩაანაცვლა და გუნდს მხოლოდ 44 დღის განმავლობაში უხელმძღვანელა. მისი ხელმძღვანელობით, „ტოტენჰემმა“ ჩატარებული 7 მატჩიდან 5-ში მარცხი განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება
ანჩელოტი: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას ნიჭი და ძლიერი დაცვა სჭირდება