„გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ - U21-ის ფეხბურთელები მალტასთან მატჩზე
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ხვალ, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მალტის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა, რის შემდეგაც კომენტარი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა - ლუკა პარკაძემ და ნიკოლოზ დადიანმა გააკეთეს.
ტრავმირებულთა სიას, ქუთაისის ტორპედოს და 21-წლამდე ნაკრების მცველი, დავით ბუკია დაემატა, რომელიც ლატვიის მსგავსად, მალტასთან თამაშსაც გამოტოვებს. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული - გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძე.