რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ბოლო ფაზაში მოქმედებაზე ფეხბურთელებს ბევრი ვესაუბრე | სვანაძე მალტასთან მატჩის წინ

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მალტას მიიღებს. მალტასთან მატჩისწინა დღეს გაკეთებულ კომენტარში ქართველმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბოლო ფაზაში არსებულ პრობლემას, დამაგვირგვინებელ ფაზაში მოქმედებები გამოსასწორებელია. როგორც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა აღნიშნა, ამ საკითხზე ფეხბურთელებს ბევრი ესაუბრა.

საქართველოს 21-წლმდე ნაკრებს მალტასთან მატჩში ტრავმის გამო დავით ბუკია ვერ დაეხმარება. გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძე დისკვალიცირებულნი არიან.

 

მიმდინარე შეკრების ფარგლებში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ერთი მატჩი უკვე გამართა, ევროშესარჩევში ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე'' ლატვიასთან 1:1 ითამაშა. 41-ე წუთზე მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, გვასალია მოედნიდან გააძევა. 53-ე წუთზე ლატვიელთა სწრაფი შეტევა გოლად მარკუს სტროდსმა აქცია. სვანაძემ შეტევა დეისაძისა და პარკაძის თამაშში ჩართვით გააძლიერა, რამაც შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო, გოლი ირაკლი იეგოიანის ანგარიშზეა. ექსელსიორის ფეხბურთელს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა მისი მაკრატელა დარტყმა ლატვიელთა მეკარემ მოიგერია.

ლატვიასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ მთავარ პრობლემად ბოლო ფაზაში მოქმედებები დაასახელა:

„დარწმუნებული ვარ, ერთი მომენტის რეალიზების შემთხვევაში სხვა შინაარსის თამაშს მივიღებდით, თუმცა თავიდანვე აღვნიშნე, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში გვიჭირს.

იმედია მალტა გოლს ჩვენთანაც ვერ გაიტანს და ეს ტენდეცია გაგრძელდება. რაც შეეხება, თუ რას უნდა ველოდოთ, უნდა ველოდოთ სამ ქულას. სხვანაირად არ შეიძლება. საერთო ჯამში, ჩემი გუნდისგან ველოდები იმას, რომ საჯარიმოსთან უფრო მეტად ცივსისხლიანები ვიქნებით. ლატვიასთან საჯარიმოსთან მისვლის პრობლემა არ გვქონდა, თუმცა ცივსისხლიანობა დაგვაკლდა’’.

21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ხარებაშვილმა ლატვიასთან მატჩის შეფასებისას მომენტების გამოუყენებლობაზე გააკეთა აქცენტი: „ლატვიასთან თამაშს კარგად გავარჩევთ და ვეცდებით მომენტები უფრო კარგად გამოვიყენოთ’’.

მალტა 0 გატანილი გოლითა და 0 ქულით ჯგუფის აუტსაიდერია. ქართველმა ფეხბურთელებმა 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 დათმეს. ერთადერთი გამარჯვება მალტაზე მოიპოვეს, სტუმრდ 5 უპასუხო გოლი გაიტანეს.

საქართველოსა და მალტას 21-წლამდე გუნდების მატჩი ხვალ, 31 მარტს ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე'' გაიმართება, შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები