ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის ლიდერს გორში უმასპინძლებს
Aa
Aa

ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის ლიდერს გორში უმასპინძლებს

დღეს ჩაატარებს თავის შეხვედრას საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებიც. გია გეგუჩაძის გუნდი, გორში, დანიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველო და დანია ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით უპირისპირდებიან. სკანდინავიელები 12 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან, ხოლო პატარა ჯვაროსნები 7 ქულით მე-3 ადგილზე არიან.

ქართველთა ბანაკში ყველა მოთამაშე მწყობრშია და მატჩისთვის ჩვეულად ემზადება.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 17 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები