Aa
Aa

რეკორდული და ლამაზი გამარჯვება - საქართველომ ლიტვა უშანსოდ დატოვა

საქართველოს ნაკრებმა "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ლიტვას უმასპინძლა და ულამაზეს სტილში 4:0 დაამარცხა.

ვლადიმერ ვაისის გუნდმა მატჩი პირველივე წუთებიდანვე დამაჯერებლად დაიწყო. ბურთის ტოტალური კონტროლი და ლამაზი კომბინაციები - ეს იყო ჩვენი ნაკრების მიერ ჩატარებული ერთ-ერთი (თუ, საუკეთესო არა) საუკეთესო ტაიმი, რომელიც ბოლო წლებში გვინახავს.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა. ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას ლამაზი კომბინაცია ფლანგიდან ნავალოვსკიმ გააგრძელა და საჯარიმოში პაპუნაშვილს  გადააწოდა, "რეალ სარაგოსას" ლეგიონერმა დასწრებაზე ერთი შეხებით გაიტანა.

23-ე წუთისთზე ოთარ კაკაბაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი ქვილითაიამ ლამაზი თავური დაუხვედრა და ანგარიში 2:0 გახდა.

31-ე წუთზე კვლავ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ქვილითაია წააქციეს და მსაჯმაც პენალტი დანიშნა, რომელიც ვაკო ყაზაიშვილმა ზუსტად შეასრულა - 3:0.

უნდა ვაღიაროთ, რომ მთავარ არბიტრს თავისუფლად შეეძლო, რომ პენალტი არ დაენიშნა.

მე-40 წუთზე ნაკრების დბეიუტანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ, ვაკო გვილიას ზუსტი გადაცემა გამოიყენა, მცველს გვერდი მოხდენილად აუარა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 4:0.

მეორე ტაიმი იგივე სცენარით დაიწყო. ქართველები ბურთს აკონტროლებდნენ, ლიტველები კი თავდაცვას ცდილობდნენ.

სტუმრებმა ბურთის ფლობის მხრივ სიტუაცია ოდნავ გამოასწორეს, თუმცა პრესტიჟის გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრები ბოლო წუთამდე ლამაზ სტილში თამაშობდა, თუმცა მეხუთე ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ და საბოლოოდ - 4:0.

ვლადიმერ ვაისის გუნდმა პირადი რეკორდი დაამყარა - აქამდე არასდროს მომხდარა, რომ პირველი ტაიმი 4 ან მეტი ბურთით მოგვეგოს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 მარტს ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩი კვლავ "მიხეილ მესხზე" გაიმართება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება კვლავინდებურად უფასო იქნება.

საქართველო: ლორია, ნავალოვსკი, კაშია (დვალი 61), კვირკველია, კაკაბაძე, კანკავა (კვეკვესკირი 61), ანანიძე (პაპუნაშვილი 11), გვილია, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 83), ქვილითაია (არაბული 73).

ლიტვა: სეტკუსი, სლავიცკასი, კლიმავიჩიუსი, გიდრვაინისი, ბოროვსკი, ზულპა (ვორობიოვსი 46), ვერბიცკასი, ნოვიკოვასი (ლასიცკასი 60), გერნიხი, სერნასი (ლაუკზემისი 72), ვალსკისი.

გამოყენებულია Georgian Football Federation-ის ფოტომასალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები