ახალი ბრალდებები | პარტეის გაუპატიურების კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს
„ვილიარეალის“ ფეხბურთელს, ტომას პარტეის გაუპატიურების კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, BBC ავრცელებს და წერს, რომ განელი მოთამაშე სასამართლოს წინაშე 13 მარტს წარდგება.
BBC-ის მიხედვით, სავარაუდო დანაშაული 2020 წელს მოხდა, როდესაც ის „არსენალის“ რიგებში თამაშობდა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაზარალებულმა პოლიციას 2025 წლის აგვისტოში მიმართა.
აქამდე, პარტეის გაუპატიურების ხუთ შემთხვევასა და სექსუალური ძალადობის ერთ შემთხვევაში ადანაშაულებდნენ. გაუპატიურების ორი შემთხვევა ერთ ქალს უკავშირდება, სამი - მეორეს. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, პოტენციური მსხვერპლი მესამე ქალია. განელი ფეხბურთელი თავს უდანაშაულოდ ცნობს.
საერთო ჯამში, პარტეის გაუპატიურების 7 მცდელობასა და სექსუალური ძალადობის ერთ შემთხვევაში ადანაშაულებენ, სავარაუდო მსხვერპლი კი ოთხი ქალბატონი გახლავთ. პარტეის ადვოკატის, ჯენი უილტშირის თქმით, ტომასი უდანაშაულოა და მოხარულია, რომ ამ ლაქის მოშორების საშუალება მიეცა.