რაფინია დიასი
Aa
Aa

რაფინია ტრავმის გამო ერთ კვირას გამოტოვებს

რაფინია გუნდის უახლოეს მატჩს მცირე დაზიანების გამო დააკლდება.

„ბარსელონას“ შემტემ ნახევარმცველს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დაუდგინდა. 29 წლის ფეხბურთელი მონაწილეობას ვერ მიიღებს ესპანეთის თასის 1/4 ფინალის გასვლით შეხვედრაში „ალბასეტეს“ წინააღმდეგ, რომელიც 3 თებერვალს გაიმართება.

სიფრთხილის მიზნით, რაფინიას დასვენების საშუალება მიეცემა, მისი აღდგენითი პერიოდი კი ერთ კვირას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ბრაზილიელმა ორი სხვადასხვა დაზიანების გამო უკვე 13 მატჩი გამოტოვა. ლა ლიგის 14 შეხვედრაში მის აქტივში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიდის თუ არა ლევანდოვსკი - პოლონელის მეუღლის პასუხი
მიდის თუ არა ლევანდოვსკი - პოლონელის მეუღლის პასუხი