ჰარი კეინი
Aa
Aa

„ყველაზე რთული ბადე გვქონდა“ - კეინი ლიგის მოგებას უმიზნებს

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ, თავისი გუნდის გამოსვლა შეაჯამა.

„ბაიერნმა“ 8-დან 7 მატჩი მოიგო, მხოლოდ „არსენალთან“ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში 21 ქულით მეორე ადგილით 1/8 ფინალში გავიდა. დასკვნით ტურში მიუნხენელებმა „პსვ“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

კეინი თავის გუნდს ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად თვლის.

„რვიდან შვიდი გამარჯვება მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ როგორი გუნდი ვართ. ვფიქრობ, ჩვენ ალბათ ყველაზე რთული ჯგუფი გვქონდა.

ბევრი მართლაც მძიმე მატჩი ჩავატარეთ - სტუმრად „პსჟ-სთან“, სტუმრად „არსენალთან“, სახლში „ჩელსისთან“. ჩვენ ამ რთული გზის გავლა მოგვიხდა, ამიტომ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა, იმისთვის, თუ როგორ გავართვით თავი თითოეულ თამაშს.

ვთვლი, რომ ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები ვართ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა“.

- განაცხადა კეინმა პსვ-სთან მატჩის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები