დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

კრემონეზემ გაანათხოვრა | დაჩი ლორთქიფანიძე სერია B-ში იასპარეზებს

დაჩი ლორთქიფანიძემ „კრემონეზე“ დატოვა და იჯარის წესით სერია B-ში იასპარეზებს. მოლაპარაკებები რამდენიმე კლუბთან მიდიოდა და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი „კარარეზეს“ შეუერთდება.

„კარარეზე“ სერია B-ს სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს და მის ანგარიშზე 26 ქულაა. „ლურჯ-ყვითლები“ ლორთქიფანიძეს სეზონის ბოლომდე გაიფორმებენ. დაჩი უახლოეს პერიოდში ქალაქ კარარაში გაემგზავრება და ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს მოაწერს.

Crystalsport-მა რამდენიმე დღის წინ გაუწყათ, რომ ლორთქიფანიძემ სააგენტო შეცვალა. მის მომავალზე LP SPORT MANAGEMENT S.R.L. მუშაობს და აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენელი ლევან მჭედლიძეა. დაჩისთვის მთავარია, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამით გახლდათ განპირობებული. მისი ახალი გუნდი საპლეიოფო ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

ცნობისთვის, 20 წლის ნახევარმცველი „კრემონეზეს“ აღზრდილია. Transfermarkt-ი მას 500 000 ევროდ აფასებს, კრემონულ კლუბთან კონტრაქტი კი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. დაჩის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ამჟამად კი 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი სათადარიგოზე ყოფნა არ გამიკვირდა“ - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
„მისი სათადარიგოზე ყოფნა არ გამიკვირდა“ - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე