თემურ ქეცბაია, ანორთოსისი, ომონია
Aa
Aa

„მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა“ - ქეცბაიას გუნდი ლიდერთან დამარცხდა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ სტუმრად გათამაშების ლიდერს, „ომონიას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

ანგარიში მასპინძლებმა 39-ე წუთზე, მნაეს გოლით გახსნეს, მე-80 წუთზე კი ტანკოვიჩმა ფამაგუსტელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ მარცხის შესახებ კვიპროსელ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ქეცბაიამ:

„ვულოცავ „ომონიას“ გამარჯვებას. დღეს, ლიგის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მატჩს კარგად მივუდექით, მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს ვაკონტროლებდით და რამდენიმე მომენტიც შევქმენით.“

„არ ვართ ის გუნდი, რომელიც მხოლოდ კარგი თამაშით კმაყოფილდება. დიდი გუნდი ვართ და სამწუხაროდ, შინ ქულის გარეშე ვბრუნდებით. მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ, ჩვენ კი წინ ვიყურებით.“

„სამწუხაროდ, კიკომ ტრავმა მიიღო. ერთი შეხედვით სერიოზული ჩანს, თუმცა იმედი მაქვს, ასე არ აღმოჩნდება. რაც დღეს დაგვაკლდა, გოლია. უფრო მეტი გადამწყვეტი ქმედება და უკეთესი არჩევანის გაკეთება გვმართებს. აბოაგიმ ძალიან კარგად დაარტყა, თუმცა ფაბიანომ აუღებელი ბურთი მოიგერია“.

18 ტურის შემდეგ, „ანორთოსისს“ 3 მოგება, 8 ფრე და 7 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 17 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. ქეცბაიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 იანვარსს, საკუთარ მოედანზე მე-7ადგილოსან „აელ ლიმასოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აბუაშვილი 2026-ში პირველად გამოჩნდა - მეცის მორიგი მარცხი
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აბუაშვილი 2026-ში პირველად გამოჩნდა - მეცის მორიგი მარცხი