ჯანი ინფანტინო, მიშელ პლატინი
Aa
Aa

პლატინი: ინფანტინოს პრობლემა ის არის, რომ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები უყვარს

უეფას ყოფილი პრეზიდენტი და ლეგენდარული ფეხბურთელი მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ახასიათებს.

„ის კარგი „მეორე ნომერი“ იყო, მაგრამ როგორც „პირველი ნომერი“ - არც ისე კარგია. ის ძალიან კარგად მუშაობდა უეფაში, თუმცა მას ერთი პრობლემა აქვს: უყვარს მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ფული აქვთ. ასეთია მისი ხასიათი. ის ასეთივე იყო მაშინაც, როცა მეორე ნომერი გახლდათ, თუმცა მაშინ ბოსი არ იყო.

სამწუხაროდ, პანდემიის შემდეგ ინფანტინო კიდევ უფრო დიდი ავტოკრატი გახდა. ვფიქრობ, მან თამაში წააგო. ახლა ნაკლები დემოკრატიაა, ვიდრე ბლატერის დროს. ბლატერზე რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ფიფაში მთელი ცხოვრებით დარჩენა სურდა. ის კარგი ადამიანი იყო ფეხბურთისთვის.

ფეხბურთის ამჟამინდელი ხელმძღვანელები უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებენ. ბევრია ისეთი, ვისთვისაც სულერთია, ეს ფეხბურთია თუ კალათბურთი. თუ თქვენ უეფაში ან ფიფაში მუშაობთ, ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთი გიყვართ“,

- განაცხადა პლატინიმ The Guardian-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები