ხალხს დაჰპირდა, რომ ფულის სანაცვლოდ მალის ჩემპიონს გახდიდა | უცნაური ამბავი
Aa
Aa

ხალხს დაჰპირდა, რომ ფულის სანაცვლოდ მალის ჩემპიონს გახდიდა | უცნაური ამბავი

აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში მალი სენეგალს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. „არწივების“ წაგების შემდეგ მალიში მცხოვრები ერთ-ერთი თვითგამოცხადებული სულიერი წინამძღვარი დააკავეს და მას პატიმრობა ემუქრება.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ბატონი სინაიოგო (მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ამ სახელით მოხდა) თავის მიმდევრებს მალის გაჩემპიონებას დაჰპირდა. შემოწირულობების მიღების შემთხვევაში სინაიოგო სულიერი ძალებით ნაკრებს დაეხმარებოდა და სანუკვარ თასს მოაპოვებინებდა. მან საერთო ჯამში, დაახლოებით 24 საათში, 33 500 ევრო მიიღო.

როდესაც მალიმ ჩემპიონობის შანსი დაკარგა, მის სახლში გაბრაზებული გულშემატკივრები მივიდნენ. ისინი ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ, რა დროსაც საქმეში პოლიცია ჩაერია და ბატონი სინაიოგო დააპატიმრა.

AFP-ის ინფორმაციით, დაკავებულ სულიერ წინამძღვარს პატიმრობა ემუქრება. იგი თაღლითობაშია ბრალდებული და მის საქმესთან დაკავშირებით ვერდიქტი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. სხვათა შორის, სენეგალთან მატჩამდე მალი დაუმარცხებელი იყო. „არწივებმა“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა ფრედ ითამაშეს, მერვედფინალში კი ტუნისს პენალტების სერიაში მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩებს იგებდა, თუმცა გასახდელს ვერ აკონტროლებდა“, - რეალის ლეგენდები ალონსოზე
„მატჩებს იგებდა, თუმცა გასახდელს ვერ აკონტროლებდა“, - რეალის ლეგენდები ალონსოზე