ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა
Aa
Aa

„არ შეშინდე, ბევრს არ გაწვალებ“ - ჩიმაევის გამოწვევა პერეირას

ალექს პერეირას მენეჯერის ედ სოარეშის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც „პო ატანისა“ და ხამზატ ჩიმაევის დაპირისპირების ჩანიშვნა ქვემძიმე წონით დივიზიონში უახლოეს მომავალში გამორიცხული იყო, თითქოს ამ ჩხუბის ჩატარების ყოველგვარი იმედი მოკლა. თუმცა, დღეს რამდენიმე სპორტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი თეთრი სახლის ღონისძიებაზე ბრაზილიელი და ჩეჩენის ჩემპიონების შეხვედრის ჩანიშვნას სერიოზულად გეგმავს, რაზეც ჩიმაევმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„წინ თეთრი სახლის ბრწყინვალე ღონისძიებაა. ალექს პერეირას მივმართავ, ძალიანაც ნუ ინერვიულებს, რადგან ბევრს არ ვაწვალებ და მასთან ყველაფერს ძალიან მალე დავასრულებ. ბრაზილიელ გულშემატკივრებს და საერთოდაც ყველას მივმართავ ვინც ამ ბიჭს იცნობს, რომ თუ არ ეშინია, ჩემთან ბრძოლაზე უარი არც ერთ შემთხვევაში არ თქვას“.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო, ხოლო ალექს პერეირა ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში „პო ატანმა“ მაგომედ ანკალაევს აჯობა, ხოლო ხამზატმა დრიკუს დუ პლესი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათ ჩხუბს ჯერჯერობით აზრი არ აქვს“ - პერეირას მენეჯერი ჩიმაევს უარყოფს
„მათ ჩხუბს ჯერჯერობით აზრი არ აქვს“ - პერეირას მენეჯერი ჩიმაევს უარყოფს