არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: იდეალური მეტოქე არ მყავს - უბრალოდ ქამრის მოგება მინდა

UFC-ის მებრძოლი, არმან ცარუკიანი დარწმუნებული არ არის, რომ საჩემპიონო ბრძოლას ილია თოფურიასთან გამართავს.

„ჩემი იდეალური მეტოქე? ასეთი არ არსებობს. მე უბრალოდ UFC-ის ქამრის მოგება მინდა. იმედი მაქვს, ეს ზაფხულში ან წლის ბოლოს მოხდება. ამას მოუთმენლად ველოდები. არის თუ არა დადასტურებული, რომ ეს მალე მოხდება? არა. არსებობს ალბათობა, რომ ილია თოფურია ზაფხულში არ დაბრუნდეს“, – განაცხადა ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომეხი მებრძოლი ოქტაგონზე ბოლოს ნოემბერში გავიდა და დენ ჰუკერი საბმიშენით დაამარცხა, თუმცა დენა უაითს მასთან ისევ დაძაბული ურთიერთობა აქვს და არმანი ჯერჯერობით ისევ და ისევ საჩემპიონო შანსის მოლოდინშია.

გეტყვით ასევე, რომ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის დროებითი ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლა UFC 324-ის ფარგლებში თბილისის დროით, 26 იანვარს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე მისი ღამის კოშმარი ვარ და ვერც თოფურიას მოუგებს“ - ცარუკიანმა პედიზე ისაუბრა
„მე მისი ღამის კოშმარი ვარ და ვერც თოფურიას მოუგებს“ - ცარუკიანმა პედიზე ისაუბრა