კონტრაქტის გაგრძელებას არ გეგმავენ - ენრიკე და დემბელე შესაძლოა წავიდნენ?
Foot Mercato-ს ცნობით, უსმან დემბელემ პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
წყარო წერს, რომ პარიზულმა კლუბმა დემბელეს თანამშრომლობის გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიურად ანაზღაურების სახით დაახლოებით 30 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვამ ორჯერ მეტი მოითხოვა, რაც ევროპაში საკმაოდ არარეალური თანხაა.
მხარეები რა თქმა უნდა, შეთანხმებას ვერ ახერხებენ. დემბელეს პსჟ-სთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და როგორც ჩანს, მისი ამოწურვის შემდეგ პარიზული კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
პსჟ-მ შესაძლოა მწვრთნელიც დაკარგოს. „მარკა“ „ბილდზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ ზაფხულში ლუის ენრიკემ შეიძლება კლუბი დატოვოს.
წყაროს თანახმად, ენრიკეს პარიზში მოტივაციის ნაკლებობა აქვს. მან უკვე ყველაფერი მოიგო და სამომავლოდ პარიზში დარჩენის მიზეზს ვერ ხედავს.