ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„ფეხბურთელებს ჩაეძინათ“ - მოურინიო ბრაგასთან მარცხზე

პორტუგალიის ლიგის თასის ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს „ბენფიკა“ ბრაგასთან დამარცხდა (1:3), მატჩის შემდეგ კი „განსაკუთრებულმა“ თავისი ფეხბურთელები საჯაროდ მწვავედ გააკრიტიკა.

რა თქვა მოურინიომ:

„იმედია, ფეხბურთელებს მოედანზე აღარ ჩაეძინებათ. ვერ ვიტყვი, რომ „ბრაგამ“ მოგება დაიმსახურა, მაგრამ „ბენფიკამ“ წაგება ნამდვილად დაიმსახურა. საშინელი პირველი ტაიმი გვქონდა და მას შემდეგ, რაც საჯარიმოს გარეთ მომხდარ დარღვევაზე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, ჩვენ ცუდი რეაქცია გვქონდა: ვნერვიულობდით, ვკარგავდით ბურთს და უხეშ შეცდომებს ვუშვებდით.

შესაძლოა, ვინმემ ამას ტაქტიკური შეცდომები უწოდოს, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. როდესაც ანგარიშის გათანაბრებას ვცდილობთ, ჩემმა ფეხბურთელებმა დაცვაში შეცდომა არ უნდა დაუშვან.

გასახდელში გუნდს ვესაუბრე და პასუხი ვერ მოვისმინე. ვთქვი ბევრი ისეთი რამ, რასაც საჯაროდ ვერ გავიმეორებ. ზოგადად, მატჩების შემდეგ გასახდელში საუბარი არ მიყვარს, თუმცა ამჯერად ეს საჭიროდ ჩავთვალე. ფეხბურთელებმა აბსოლუტურად მიუღებელი დონე აჩვენეს“.

ცნობისთვის, პორტუგალიის ჩემპიონატში „არწივები“ მესამე ადგილზე არიან და ლიდერ „პორტუს“ 10 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვთ და 36 გუნდიდან 25-ე ადგილს იკავებენ.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო დღეებში პრესამ „ბენფიკას“ საქართველოს ნაკრების და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი დაუკავშირა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალში რომ მეთამაშა, აუცილებლად მოვიგებდი“ - ტოტიმ წარსული გაიხსენა
„რეალში რომ მეთამაშა, აუცილებლად მოვიგებდი“ - ტოტიმ წარსული გაიხსენა