შავი ლომი
Aa
Aa

„უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია“ | შავი ლომი VS მონტობანი

‘შავი ლომი’ 8 იანვარს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც 10 იანვარს, საქართველოს დროით 17 საათზე, ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ტოპ 14-ის ‘მონტობანს’ დაუპირისპირდება.

გუნდს განვლილი თამაშების შემდეგ ტრავმების გამო ოთხი მოთამაშე გამოაკლდა. ესენი არიან: ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ამირან შვანგირაძე.

მათ ნაცვლად ‘შავ ლომს’ ოთხი მოთამაშე დაემატა - გუნდს დაუბრუნდა კვაჭი თენგიზ ზამთარაძე (‘ლელო’), რომელსაც ‘შავი ლომის’ კვართით 22-ჯერ უთამაშია, ასევე პოტენციური დებიუტანტები: ბურჯი იონა ფირცხალავა (‘ბათუმი’), მგეზავი გელა ხელაძე (‘გორი’) და ფრთა რომა მახათაძე (‘ბათუმი’). კვლავ გუნდთან ერთადაა ბურჯი გიგა კობახიძე, რომელიც ‘შავ ლომში’ აქამდეც ვარჯიშობდა, თუმცა დებიუტმა ჯერ არ მოუწია.

მომავალი თამაშისთვის მზადების შესახებ გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი გვესაუბრება:

„მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, ჯანმრთელობას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. 2026 წინსვლისა და გამარჯვებების წელი ყოფილიყოს“.

„რაც შეეხება მზადებას, ახალ წლებზე მხოლოდ 3 დღე დავისვენეთ და 3 იანვრიდან ინტენსიური მზადება გავაგრძელეთ. ‘კონახტთან’ ნაჩვენები შედეგის შემდეგ, ყველა განსაკუთრებულად მოტივირებულები ვართ. ეს არ იყო ის შედეგი, რასაც ველოდით და ‘მონტობანთან’ ვეცდებით, რომ ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენოთ“.

„ვნახეთ მეტოქის თამაშები და დავაფიქსირეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ‘მონტობანი’ მძიმე გუნდია და ძირითად აქცენტს შერკინებაზე აკეთებს. დაახლოებით იმ დონის გუნდია, როგორიც შარშან ‘ვანი’ იყო. ‘კონახტთან’ მატჩის შემდეგ, ჩვენი მიზანია საკუთარ თავებს და გულშემატკივრებს დავუმტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში და გამარჯვებები შეგვიძლია. ამისათვის თავს არ დავზოგავთ, თუმცა საფრანგეთში ჩავდივართ და ამის გაკეთება იოლი არ იქნება“.

„შემადგენლობაში გვაქვს სიახლეები. სასიამოვნოა, რომ ‘შავ ლომში’ დაგვიბრუნდა თენგიზ ზამთარაძე და მას გუნდთან ადაპტაცია არ გაჭირვებია. იგივეს თქმა შემიძლია გიგა კობახიძეზე, იონა ფირცხალავაზე, გელა ხელაძეზე და რომა მახათაძეზე. ისინი უკვე ორი კვირაა ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ. ყველანი ძლიერი და კარგი ბიჭები არიან და ვფიქრობ, გუნდს თავიანთ კვალს დაატყობენ“.

‘მონტობანთან’ თამაშისთვის ემზადებიან

შერკინება: ვასილ კაკოვინი, იონა ფირცხალავა, ბადრი ციხისთავი, გიგა კობახიძე, კახაბერ დარბაიძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გურამ ღანიაშვილი, გიორგი კერვალიშვილი, ლაშა ციხისთავი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი ცუცქირიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი, გელა ხელაძე, რომა მახათაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანში ან ტურინში კვარაცხელიას იანვარში არ გაყიდდნენ“ | Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი
„მილანში ან ტურინში კვარაცხელიას იანვარში არ გაყიდდნენ“ | Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი