ანდრეი შევჩენკო
Aa
Aa

შევჩენკო: ყველას სურს მშვიდობა უკრაინაში, თუმცა ის გონივრული უნდა იყოს

ლეგენდარული უკრაინელი ფორვარდი ანდრეი შევჩენკო ამბობს, რომ მის სამშობლოში მშვიდობის დამყარება ყველას სურს, მაგრამ ეს მშვიდობა გონივრული უნდა იყოს.

შევჩენკო, რომელიც უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტია, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასა და სამშვიდობო გეგმის შესახებ საუბრობს.

„ახლა ბევრი სიახლე ვრცელდება და ჩვენ არ ვიცით, რა არის სიმართლე და რა სიცრუე. უკრაინაში მშვიდობა ყველას სწყურია, მაგრამ პირველი ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ეს უნდა იყოს გონივრული მშვიდობა, რომლის მიღებასაც უკრაინა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები შეძლებენ.

მე, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებ ამ მოვლენებს, თუმცა ვიცი, რომ ჩემი საქმე ფეხბურთია. სწორედ მასზე ვარ ახლა კონცენტრირებული“,

– განაცხადა შევჩენკომ Dagens Nyheter-თან ინტერვიუში.

უკრაინაში ომი (რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა) 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და 3 წელიწადზე მეტია გრძელდება (დაახლოებით 1402 დღე).

ბოლო თვეებში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ომის შეწყვეტისთვის წამოყენებული პირობები ამ ეტაპზე არც ერთ მხარეს არ აწყობს. რაც შეეხება დანაკარგებს, ორივე მხარის ჯამური დანაკარგი (დაღუპულები და დაჭრილები) 1 მილიონს უახლოვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები