ლევანდოვსკი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს | BBC Sport
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, შესაძლოა კარიერა MLS-ში განაგრძოს.
BBC Sport-ის ინფორმაციით, „ჩიკაგო ფაიერმა“ ლევანდოვსკისთან წარმატებული მოლაპარაკებები გამართა. ფორვარდი მზად არის ტრანსფერისთვის, ხოლო მისი ხელფასი, როგორც მოსალოდნელია, პრობლემა არ იქნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკული კლუბი ლევანდოვსკის გაფორმებას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ჩიკაგოში აშშ-ის მასშტაბით ყველაზე დიდი პოლონური დიასპორა ცხოვრობს.
კლუბმა ლევანდოვსკი თავის „აღმოჩენების სიაში“ შეიყვანა, რაც ტრანსფერზე პრიორიტეტულ უფლებას ნიშნავს – MLS-ის სხვა გუნდები პოლონელის გაფორმებას კომპენსაციის გადახდის გარეშე ვერ შეძლებენ.
ამასთან აღინიშნება, რომ ლევანდოვსკის მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ „ინტერ მაიამი“ და საუდის არაბეთის კლუბები. რობერტის კონტრაქტს „ბარსელონასთან“ ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის პოლონელი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.