ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

„გადაწყვეტილება მალე უნდა მივიღოთ“ - როდის დაბრუნდება ბუდუ

საქართველოს ნაკრებისა და გერმანიის ბუნდელისიგის „ჰაიდენჰაიმის“ შემტევის, ბუდუ ზივზივაძის მომდევნო შეხვედრაში თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო პასუხი კლავ არ არსებობს.

რას ამბობს შმიდტი:

„ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში უნდა მივიღოთ. დიდი ალბათობით, კვირის ბოლოსთვის დაბრუნებას შეძლებს, მაგრამ დაზუსტებით დღეს ვერაფერს გეტყვით.“

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ ტრავმა 22 ნოემბერს, „ბორუსია მიონხენგლადბახთან“ მატჩში მიიღო და ამის გამო, ბუნდესლიგის ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა - 29 ნოემბერს „უნიონ ბერლინთან“ და 6 დეკემბერს, „ფრაიბურგთან“. მისი გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად „ზანქტ პაულის“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენმა ფრთები დაიბრუნა“ | ლიზარაზუ კვარაცხელიას აქებს
„პარი სენ-ჟერმენმა ფრთები დაიბრუნა“ | ლიზარაზუ კვარაცხელიას აქებს