პლე-ოფი | სპაერმა გარეჯს მოუგო, თელავი - მეშახტე ფრედ დასრულდა
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა Crystalbet ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები. ორი დაპირისპირებიდან ერთში მეტწილად ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ დასრულებული არაფერია.
სპაერი გარეჯს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი ზაქარია ბასილაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძელთა კარის აღება საბა გეგიაძემ მოახერხა.
მეშახტესა და თელავის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიშ 39-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი კლეოპას ტიმიმ გამოიჩნა. მეორე ტაიმში კი წონასწორობა ანდრია დევდარიანმა აღადგინა.
ცნობისთვის, განმეორებითი მატჩები 14 დეკემბერს გაიმართება. სპაერისა და გარეჯის შეხვედრა 19:00-დან დაიწყება, ხოლო თელავი - მეშახტე 18:00-დან.