სელფის გადაღების მსურველს ცხვირი გაუტეხა | ლონდონში ტოუნი დააკავეს
Aa
Aa

სელფის გადაღების მსურველს ცხვირი გაუტეხა | ლონდონში ტოუნი დააკავეს

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი აივენ ტოუნი ლონდონში დააკავეს. The Sun-ის ინფორმაციით, 29 წლის ფორვარდი თავს დაესხა მამაკაცს, რომელსაც მასთან სელფის გადაღება სურდა.

არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ტოუნის კისერზე ხელი მოხვია და სელფის გადაღება სცადა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა მას სახეში თავი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა.

„სოჰოში, პაბში ტოუნიმ ერთ-ერთ მაგიდას ჩაუარა, სადაც რამდენიმე მამაკაცი იჯდა. ერთ-ერთმა იცნო ფეხბურთელი და მასთან ფოტოს გადაღება სცადა. ტოუნიმ უთხრა, „თავი დამანებე“, შემდეგ კი თავი ჩაარტყა. დაზარალებულმა პაბის ტერიტორია დასისხლიანებულმა დატოვა. ტოუნი სუპერვარსკვლავია, საუდის არაბეთში მას კვირაში ნახევარ მილიონს უხდიან. მას ძვირადღირებული საათი და ჯაჭვი ეკეთა და შესაძლოა იფიქრა, რომ ვიღაც მის დაყაჩაღებას ცდილობდა“, - ამბობს The Sun-თან საუბარში თვითმხილველი.

რამდენიმე წუთშ შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოჩნდა - სამართალდამცველები ტოუნის მაგიდასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ თავდასხმის ბრალდებით აკავებდნენ. მოგვიანებით ტოუნი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, აივენ ტოუნი 2020-2024 წლებში „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავდა და „ფუტკრების“ მაისურით 141 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა. ტოუნის ინგლისის ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გოლია. შარშან ის საუდის არაბეთში, „ალ-აჰლიში“ გადავიდა, სადაც 62 შეხვედრაში 42 გოლის გატანა მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთს სოქერი არ უნდა დავუძახოთ“ | დონალდ ტრამპის კომენტარი
„ფეხბურთს სოქერი არ უნდა დავუძახოთ“ | დონალდ ტრამპის კომენტარი