ვილიარეალი, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

მარსელინო: “ფედერაცია იქ თამაშს დათანხმდა და უნდა შევეგუოთ“

სამეფო თასის პირველ წრეში ვილიარეალი ანტონიანოს ესტუმრება. მატჩის წინ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მარსელინო:

„მატჩი რთული იქნება და ყველაფერი ჩვენს მოტივაციაზე იქნება დამოკიდებული. ანტონიანოს მოედანი პროფესიონალური ფეხბურთისგან ძალიან შორს არის და ადაპტაცია მოგვიწევს. სამწუხაროდ, ფედერაციამ აქ თამაში მიზანშეწონილად მიიჩნია და უნდა შევეგუოთ. ხელოვნური საფარი დაგვხვდა, თუმცა არა უახლესი თაობის. შემცირებული ზომებითა და უკიდურესად რთული პირობებით.

ამ სეზონით უკმაყოფილო არ ვარ. ლიდერს 2 ქულით ჩამოვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორად ვმუშაობთ. მიუხედავად ამისა, რთული დღეები შეიძლება მაინც გვქონდეს და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. სამეფო თასზე ყველაზე ცუდი ცუდი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ უნდა მოვიგოთ. პაფოსთან მოტივაცია არ გვქონდა და ახლა უნდა გავიაზროთ, როგორ ვითამაშოთ ასეთ გარემოში.

შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელოვნურ საფარზე, რომლის ქვეშ ბეტონია, ტრავმის რისკი გაცილებით დიდია. ითამაშებენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გადატვირთულები არ არიან. ასე ნაკლები რისკი იქნება.“

ცნობისთვის, ანტონიანოს და ვილიარეალის დაპირისპირება 3 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ზურიკომ ვარჯიში განაახლა და შემდეგ ტურში ითამაშებს
კარგი ამბავი: ზურიკომ ვარჯიში განაახლა და შემდეგ ტურში ითამაშებს