ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ზოგიერთი ფეხბურთელი ალონსოს მეთოდებში დარწმუნებული არაა - The Athletic

ჩაბი ალონსომ „რეალის“ ზოგიერთი მოთამაშე ჯერ კიდევ ვერ დაარწმუნა. უფრო კონკრეტულად, სამეფო გუნდის ფეხბურთელების აზრი მთავარი მწვრთნელის შესახებ ორად გაიყო.

ოქტომბრის ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალონსოს პერსონალური მიდგომა და მისი თამაშის ზოგიერთი პრინციპი ძირითადი შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს, თუმცა მოგვიანებით დაიწერა, რომ ალონსოსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა გამოსწორებას იწყებს.

ახლა კი The Athletic-ი იუწყება, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი კვლავ არ არის დარწმუნებული ესპანელი სპეციალისტის პრინციპებში, მაშინ როცა სხვები მიიჩნევენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ბრალი მწვრთნელს არ მიუძღვის.

30 ნოემბერს „რეალმა“ ლა ლიგის მე-14 ტურში „ჟირონასთან“ ფრედ ითამაშა. მადრიდული კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს 33 ქულით.

შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ სამეფო გუნდი მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა. მისი კონრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პუშკაშს გადაასწრო - მესიმ ახალი საფეხბურთო ისტორია დაწერა
პუშკაშს გადაასწრო - მესიმ ახალი საფეხბურთო ისტორია დაწერა