ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: ლიდერობის მიუხედავად, საუკეთესო ფორმაში არ ვართ

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მიიჩნევს, რომ „ბარსელონას“ ამ სეზონში სტაბილურობა აკლია.

14 ტურის შემდეგ, კატალონიელები ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ და„რეალს“ ერთი ქულით უსწრებენ.

„ჩვენ იმავე წნეხის ქვეშ ვართ, როგორც გასულ სეზონში. უკვე ვთქვით, რომ ეს სეზონი უფრო რთული იქნებოდა, რადგან ყველა ცდილობს ჩემპიონის დამარცხებას. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ არ ვთამაშობთ საუკეთესო ფორმაში და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ამ დონეს. ლიდერობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სეზონში ბევრი ტრავმა გვქონდა. ჩვენ არასდროს ვეძებდით გამართლებას, მაგრამ გვჭირდება მეტი თამაში მუდმივი ძირითადი შემადგენლობით, გასული სეზონი ამის შესანიშნავი მაგალითი იყო“,  – თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალმა დიდ ბრძოლაში მოიგო - მიქაუტაძემ 68-ე წუთიდან ითამაშა
ვილიარეალმა დიდ ბრძოლაში მოიგო - მიქაუტაძემ 68-ე წუთიდან ითამაშა