ქოჩორას პრეასისტი და კარგი მატჩი - სპორტინგმა თასზე მარინენსეს მოუგო
პორტუგალიის თასის მეოთხე რაუნდში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ მეოთხე ლიგის წარმომადგენელი „მარინენსე“ მიიღო და 3:0 გაიმარჯვა.
ქოჩორაშვილი „ლომების“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა. პირველი გოლი 29-ე წუთზე „სპორტინგმა“ სწორედ მისი პრეასისტის შემდეგ გაიტანა. 37-ე წუთზე ფრანსისკო ტრინკაუმ ლამაზი დარტყმით დუბლი გაიფორმა.
პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანა უკვე ქოჩორასაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა „მარინენსეს“ კარს. მესამე გოლი „ლომებმა“ 82-ე წუთზე გაიტანეს - თავი შეცვლაზე შესულმა ლუის სუარესმა გამოიჩინა.
ქოჩორაშვილის საუკეთესო მომენტები
27 ნოემბერს „სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგეს“ მიიღებს.