კონტე 3 ქულის მოპოვებით კმაყოფილია
Aa
Aa

კონტე 3 ქულის მოპოვებით კმაყოფილია

გუშინ, „სკუადრა აძურამ“, ევრო 2016–ის შესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურის მატჩში, საკუთარ მოედანზე ტურნირის გამოკვეთილ აუტსაიდერ მალტას, მინიმალური ანგარიშით სძლია. ერთადერთი გოლი გრაციანო პელემ, მატჩის 69-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის შემდეგ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ აღებული 3 ქულის გამო კმაყოფილება გამოთქვა, თუმცა მისი გუნდის თამაშით მოხიბლული ნამდვილად არ დარჩენილა.

„ერთადერთი, რასაც დღეს ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა, ეს სამი ქულაა. სამწუხაროდ, როდესაც ვერ იყენებ საგოლე მომენტების არანორმალურ რაოდენობას, შედეგი ყოველთვის ტოვებს უკეთესის სურვილს. გავიმარჯვეთ, მაგრამ მატჩის ბედი იყო კითხვის ნიშნის ქვეშ. იტალია დაბალანსებულ ჯგუფშია და ახლა პირველ ადგილს იკავებს, კმაყოფილები ვართ, რადგან მარტივად ქულებს არავინ არიგებს. ახლა, ჩვენი ეროვნული ნაკრები ეცდება მორიგი გამარჯვება მოიპოვოს ბულგარეთის წინააღმდეგ“ - განაცხადა კონტემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები