დუდა სანაძე
Aa
Aa

ახალი კლუბი ცნობილია | სანაძე ესპანეთში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, „პალმერ მალიორკაში’’ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვდა, დუდა საშუალოდ 10,3 ქულას აგდებდა, ფინეთთან მეოთხედფინალში 19 ქულა დააგროვა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„პალმერ მალიორკამ’’ მიმდინარე სეზონში 6-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, „გიპუზკოასთან’’ ერთად ჩემპიონატის აუტსაიდერია. „გიპუზკოაში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, 27 წლის გიორგი კორსანტია თამაშობს.

დუდა სანაძე ესპანურ კლუბში გადასვლამდე არაბთა გაერთიანებული ემირატების ჩემპიონატში კლუბ „ალ-ნასრ დუბაის’’ წევრი იყო.

33 წლის ქართველ კალათბურთელს ესპანეთში ადრეც უთამაშია, 2018 წელს „გიპუზკოას’’ რიგებში გამოდიოდა, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმირებულია - მამუკელაშვილი ბრუკლინთან მატჩს გამოტოვებს
ტრავმირებულია - მამუკელაშვილი ბრუკლინთან მატჩს გამოტოვებს