ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„იმედია, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებთ“ - ზურიკო დავითაშვილი

საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა გამოცემა Tribune Verte-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ისაუბრა როგორც „სენტ-ეტიენის“ მიზნებზე, ისე ბოლოდროინდელ სანაკრებო შედეგებზე.

„მიმდინარე სეზონში გუნდში უფრო მაღალი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია, ვინაიდან ასეთ დროს ყველა შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებას ცდილობს. ვგრძნობთ, რომ ჩვენი თამაში უმჯობესდება.

ზაფხულში კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე ნაყოფიერად იმუშავა და ახლა „სენტ-ეტიენი“ უფრო სოლიდური გუნდია. ჩვენი მიზანია, კვლავ ლიდერის პოზიციაზე დავბრუნდეთ.

პირადად მე ვცდილობ, უფრო სტაბილურად ვითამაშო და მომენტები უფრო ეფექტურად გამოვიყენო. მინდა, უფრო მეტი გოლი გავიტანო, მეტი ასისტი გავაკეთო და დავეხმარო გუნდს ლიგა 1-ში დაბრუნდებაში. გუნდის თითოეულ ფეხბურთელს სურს, დააბრუნოს „სენტ-ეტიენი“ იქ, სადაც მისი ადგილია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკეთესად თამაში გვმართებდა. იმედია, ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე შევძლებთ თამაშს. ეს ჩვენი ოცნება და უმთავრესი მიზანია“.

ცნობისთვის, 24 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლია. 14 ტურის შედმეგ „მწვანეები“ 26 ქულით მესამე ადგილზე არიან და ლიდერ „ტრუას“ 2 ქულით ჩამორჩებიან.

ფოტო: nakrebi.ge

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას აღიარება | კვარა ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ხვიჩას აღიარება | კვარა ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა