ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

ბურჯანაძის გრანადას დიდი სენსაცია - ვალენსიას პირველი მარცხი

ბექა ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დიდი სენსაციის ავტორები გახდნენ - ლიგა ენდესას მეექვსე ტურში „გრანადამ“, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, საკუთარ დარბაზში ლიდერ „ვალენსიას“ 6-ქულიანი სხვაობით, 85:79 აჯობა და ეს ამ გუნდისთვის მიმდინარე გათამაშებაში პირველი წაგება იყო.

ბურჯანაძემ პარკეტზე გატარებულ 10 წუთში 4 ქულა დააგროვა. მან ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი ერთხელაც არ უსვრია. ბექას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და არც ერთი პერსონალური ჯარიმა არ მიუღია. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ანდალუსიური კლუბის ხორვატი ლეგიონერი ლუკა ბოზიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა.

ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ ეს „გრანადასთვის“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იყო. მომდევნო ტურში ბექა ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები 15 ნოემბერს, სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 6 ქულა და 5 ჯარიმა - ბარსელონა კიდევ დამარცხდა
შენგელიას 6 ქულა და 5 ჯარიმა - ბარსელონა კიდევ დამარცხდა