კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ბოლდუინის 15 ქულა - ბაიერნის მორიგი გამარჯვება

საფეხბურთოს მსგავსად, გერმანიის საკალათბურთო ჩემპიონატშიც „ბაიერნი“ დამაჯერებელ სვლას განაგრძობს და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მიუნხენური კლუბის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე კამარ ბოლდუინია, რომელმაც ამჯერადაც გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.

გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გორდონ ჰერბერტის მომზადებულმა „ბაიერნმა“ სტუმრად „ვეხტა“ სამქულიანი სხვაობით, 77:74 დაამარცხა. რაც შეეხება ბოლდუინს, მან პარკეტზე გატარებული 19 წუთი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა და 15 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. კამარმა ხუთიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. ოთხივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

გერმანიის ჩემპიონატს ექვსი ტურის შემდეგ „ბაიერნი“ ხუთი მოგებითა და ერთი წაგებით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კამარ ბოლდუინი და მისი თანაგუნდელები ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონასთან“ გამართავენ, რომელიც 12 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 10 ქულა - ტორონტო ფილადელფიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილის 10 ქულა - ტორონტო ფილადელფიასთან დამარცხდა