ოთარ კიტეიშვილი, ზალცბურგი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის საგოლე პასი - შტურმი ზალცბურგს დაუზავდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 82 წუთი გაატარა. ოთარ კიტეიშვილმა მასპინძელთა გოლში მთავარი როლი ითამაშა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა „ზალცბურგის“ კარის მიმართულებით დაარტყა, რა დროსაც ბურთი თანაგუნდელ გრგიჩს მოხვდა და საბოლოოდ, რიკოშეტით ბურთი სტუმართა კარის ბადეში აღმოჩნდა. გოლი გრგიჩს ჩაეწერა, ოთარ კიტეიშვილს კი საგოლე პასი ჩაეთვალა. „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კიტეიშვილი 82-ე წუთზე შეცვალა. სტუმრებმა ანგარიში 66-ე წუთზე გაათანაბრეს.

„ზალცბურგის“ წინააღმდეგ ოთარ კიტეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - 1 ასისტი, ბურთთან 63 შეხება, 44-დან 37 ზუსტი პასი, 3-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, კარისკენ 5 დარტყმა, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი 11-დან 7 მოგებული პოზიციური დუელი, 2-დან 1 საჰაერო დუელი. Sofascore-სგან საბოლოო შეფასება - 7.3 ქულა.

13 ტურის შემდეგ, „შტურმი“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ზალცბურგს“ 3 ქულით, მეორეადგილოსან „რაპიდს“ კი 2 ქულით ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ გრაცელებს კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

ოთარ კიტეიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 23 ნოემბერს საკუთარ მოედანზე ლასკ-ის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიზეზი ტრავმა არაა | ბუდუ ლევერკუზენთან 33-ე წუთზე შეცვალეს
მიზეზი ტრავმა არაა | ბუდუ ლევერკუზენთან 33-ე წუთზე შეცვალეს