ალეგრიმ ერნანეშის ტრანსფერი შეაფასა
Aa
Aa

ალეგრიმ ერნანეშის ტრანსფერი შეაფასა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ნახევარნცველ ერნანეშის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილიელი მის გუნდს წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

„სატრანსფერო კამპანია ადვილი არ გამოსულა, თუმცა ახლა კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, რომელიც ყველა ფრონტზე ბრძოლისთვის მზადაა. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, თუმცა ძლიერი შემსრულებლებიც შემოგვიერთდნენ. სამწუხაროდ, მათ ჯერ-ჯერობით ტრავმები აქვთ. რაც შეეხება ერნანეშს, მისგან ბევრ გოლს ველი. საუბარი ძალიან ძლიერ მოთამაშეზეა, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში უთამაშია. „იუვენტუსთან“ ერთად ის წარმატებას მაიღწევს. მისი დამატებით კმაყოფილი ვარ. ამ ფეხბურთელს საკმარისი ტექნიკა და გოლის გატანის უნარი აქვს. ერნანესს ასევე ჯარიმების შესრულება შეუძლია“ - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები