ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

რატომ ვერ მოხვდა ძირითადში | ჰორნელანდმა ზურიკოზე ისაუბრა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „პაუს“ დაუპირისპირდა. „მწვანეებმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 6:0 დაამარცხეს. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. დავითაშვილმა მიღებული დრო შესანიშნავად გამოიყენა და 79-ე წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა, საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა:

„შეტევაში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ, რადგან ამ კვირაში სამი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. დავითაშვილი და სტასინი სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ გუნდებში იყვნენ გამოძახებული, ამიტომ ბოლომდე დასვენებული ფეხბურთელები გვჭირდებოდა და გვინდოდა, პირველივე წუთიდან აქტიურობა გვეჩვენებინა.“

ცნობისთვის, 12 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 23 ქულა აქვს და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. „მწვანეები“ მხოლოდ „ტრუას“ ჩამორჩებიან, რომელსაც 27 ქულა აქვს. ზურიკო დავითაშვილის გუნდი მომდევნო ტურში „რედ სტარს“ 1 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი არ ითამაშებს? - კრისტალ პალასთან ვუდმანს ელიან
მამარდაშვილი არ ითამაშებს? - კრისტალ პალასთან ვუდმანს ელიან