გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | გოჩოლეიშვილს პროგრესი აქვს, მამარდა გაიაფდა

ცნობილმა სამენეჯერო პლატფორმამ, Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ. ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშე კვლავინდებურად ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მეორე ადგილს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე იკავებდნენ (30 მილიონი ევრო), მაგრამ „მამარდას“ ღირებულებამ 2 მილიონით დაიკლო და 28-ზე ჩამოვიდა, მიქაუტაძის ფასი უცვლელია. მეოთხე პოზიციაზე ზურიკო დავითაშვილს ვხედავთ, რომლის ფასიც 10 მილიონიდან 9-მდე დაეცა.

გიორგი ქოჩორაშვილის ღირებულებამ 1 მილიონი ევროთი მოიმატა და 5-დან 6-მდე ავიდა. საბა გოგლიჩიძის ფასი კი 8 მილიონიდან 6-მდე ჩამოვიდა. პროგრესი აქვთ გიორგი გოჩოლეიშვილსა და ლუკა ლოჩოშვილს. ამ უკანასკნელის ფასი 1 მილიონით გაიზარდა და 500 000-დან 1.5-მდე ავიდა, გოჩოლეიშვილი კი 2.5-დან 3.5-მდე გაძვირდა.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ლამინ იამალია - 200 მილიონი ევრო. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე ჯუდ ბელინგემი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე არიან - 180 მილიონი, ხოლო ვინისიუს ჟუნიორი მეხუთეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭიერია, მაგრამ ალისონი საუკეთესოა“ | ლივერპულის ყოფილი მეკარე მამარდაზე
„ნიჭიერია, მაგრამ ალისონი საუკეთესოა“ | ლივერპულის ყოფილი მეკარე მამარდაზე