იონ დალ ტომასონი
Aa
Aa

ელანგამ ნერვები ვერ მოთოკა, მწვრთნელი გაუშვეს | რა მოხდა კოსოვოსთან ფიასკოს შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთის ნაკრებმა კიდევ ერთი შეხვედრა წააგო. „ლურჯ-ყვითლები“ საკუთარ კედლებში კოსოვოს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს გოლი მეორედაც ვერ გაუტანეს. კოსოვომ შინ შვედეთი 2:0 დაამარცხა, გასვლაზე კი 1:0 მოუგო.

მატჩის შემდეგ შვედეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, ენტონი ელანგამ ემოციები ვერ მოთოკა. გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ყოფნისას მან თანაგუნდელებს ხმამაღალი ტონით მიმართა: „ეს წყეული სისტემა უნდა მოშორდეს. თუმცა პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა ავიღოთ.“

ელანგას ინციდენტისა და კოსოვოსთან ფიასკოს შემდეგ „ლურჯ-ყვითლებმა“ ცვლილებები განახორციელეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, იონ დალ ტომასონი პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს და სკანდინავიელები ახალი სპეციალისტის ძიებაში არიან.

ცნობისთვის, ოთხი ტურის შემდეგ შვედეთი ბოლო ადგილზე იმყოფება და ერთი ქულა აქვს. „ლურჯ-ყვითლები“ კოსოვოს 6 ქულით ჩამორჩებიან და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პლეიოფში გასვლის მიზერული შანსი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორშაბათს ჩვენს ოფისში მოვიდა“ | რა თქვა დენა უაითმა მერაბზე
„ორშაბათს ჩვენს ოფისში მოვიდა“ | რა თქვა დენა უაითმა მერაბზე