დანი ოლმო
Aa
Aa

ოლმო კლასიკოშიც საეჭვოა - ტრავმა საკმაოდ სერიოზულია

ქართველი გულშემატკივრების გასახარად, ესპანეთის ეროვნული გუნდი საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება. ლამინ იამალს, როდრის, ფაბიან რუისს, დინ ჰუისენსა და ნიკო უილიამსს ლაზარეთში დანი ოლმოც შეუერთდა, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში ვერ დაასრულა.

ტრავმის მიღებისთანავე 27 წლის ნახევარმცველი „ბარსელონაში“ დაბრუნდა და დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რომლის შედეგებიც მაინცდამაინც სახარბიელო არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ოლმო არამხოლოდ სანაკრებო, არამედ რამდენიმე საკლუბო მატჩსაც გამოტოვებს. კერძოდ, უკვე ცნობილია, რომ ის „ბლაუგრანას“ „ჟირონასთან“ ლა ლიგაში და „ოლიმპიაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგაში ვერ დაეხმარება. თუმცა, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ის 26 ოქტომბერს, „ელ კლასიკოშიც“ არ იყოს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში დანი ოლმო კარგ ფორმაში არ იმყოფება და ყველა ტურნირზე გამართულ 8 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, თუმცა ესპანეთის ნაკრებში პროდუქტიული ასპარეზობით ყოველთვის გამოირჩეოდა და მისი არყოფნა ლუის დე ლა ფუენტესთვის სერიოზული დანაკლისი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„27-დღიანი პაუზის შემდეგ ჩვენთან ბრუნდება“ - ესპანელები კვარაზე წერენ
„27-დღიანი პაუზის შემდეგ ჩვენთან ბრუნდება“ - ესპანელები კვარაზე წერენ