ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

მე ისევ ღმერთი ვარ | ზლატანს მილანის ჩემპიონობის სჯერა

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, 44 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც „მილანის' მრჩეველია, იტალიურ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „მილანის'' ჩემპიონობის სჯერა.

- საუბრისას სიტყვა სკუდეტოს არ ახსენებ.

- მჯერა თუ არა, რომ „მილანი’’ სკუდეტოს მოიგებს? დიახ, ჩვენ ყველას ამისი უნდა გვჯეროდეს, მაგრამ ეს პროცესია, ეს გუნდური მუშაობაა.

- უკაცრავად მაგრამ ჩვენ უნდა შევაჩეროთ საუბარი იბრაზე, როგორც ღმერთზე?

- მოითმინეთ: იბრა ჯერ კიდევ ღმერთია. მე რომ მინდორზე ვიყო, ყველა კითხვას პასუხს გავცემდი. ვწუხვარ,  მინდორზე გუნდის დახმარება არ შემიძლია. პერსონალური მიზნები არ მაქვს, ყველაფერს „მილანისთვის’’ ვაკეთებ და რომ ისევ გავიმარჯვოთ.

სერია A-ში 6 ტურის შემდეგ „მილანი'' 13 ქულით მესამე ადგილზეა, „ნაპოლისა'' და „ლაციოს'' 2 ქულით ჩამორჩება. 

კარიერის დასრულების შემდეგ იბრაჰიმოვიჩი „მილანისთვის'' მუშაობს. გარდა ამისა, ცნობილი შვედური კლუბის, „ჰამარბის'' აქციონერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები