The Times: მომავალ კვირას UEFA ისრაელს თავისი ტურნირებიდან გარიცხავს
მომდევნო კვირაში ისრაელს (კლუბები და ნაკრებები) UEFA-ს ყველა ტურნირიდან გარიცხავენ (დროებით მოკვეთა, როგორც რუსეთის შემთხვევაში). ინფორმაციას ბრიტანული The Times-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აღმასრულებელი კომიტეტის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა დისკვალიფიკაციის მომხრეა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაეროს 8 ექსპერტმა ფიფასა და უეფას მოუწოდა, ისრაელის ნაკრები გაერიცხათ - პალესტინის წინააღმდეგ არსებული გენოციდის საპასუხოდ.
ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა ისრაელის გუნდებს ტურნირებიდან არ გარიცხავდა, რასაც ხელი შეუწყვეს დიპლომატებმა, კონკრეტულად კი ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და ზოგიერთმა საფეხბურთო ჩინოვნიკმაც.
The Times-ის ინფორმაციით, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ისრაელის გუნდების საერთაშორისო ტურნირებიდან გარიცხვას.
მოსალოდნელია, რომ უეფა ისრაელის გუნდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.