უკმაყოფილება 9 ნომრის გამო - ენდრიკი რეალზე ნაწყენია
ენდრიკი უკმაყოფილოა „რეალის“ გადაწყვეტილებით, რომ 9 ნომერი გონსალო გარსიას მისცეს.
როგორც რადიო Marca იუწყება, 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდის ქცევა გასახდელში იმაზე მიუთითებს, რომ ის ბრაზობს იმაზე, რომ თავად არ გახდა 9 ნომერი.
სამეფო გუნდში ცხრიანი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კილიან მბაპემ 10 ნომერი აიღო.
საბოლოოდ, 9 ნომერი 21 წლის გონსალო გარსიას ერგო, რომელიც „რეალის“ აღზრდილია და ცოტა ხნის წინ მთავარ გუნდში გადაიყვანეს.
წყაროს ცნობით, ენდრიკი იმედოვნებდა, რომ ახალ სეზონში მბაპეს კონკურენციას გაუწევდა და სწორედ ამიტომ თქვა უარი იჯარით წასვლაზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბრაზილიელმა 37 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.