ვანტ სხიპმა სომხეთის ნაკრები დატოვა
ჯონ ვანტ სხიპმა სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ 61 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტთან თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმებით შეწყვიტა.
ვანტ სხიპტმა სომხეთის ნაკრები თებერვალში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2 თამაში საქართველოსთან წააგო, ამასთან ამხანაგურ მატჩში კოსოვოსთან დამარცხდა, მონტენეგროსთან კი ფრე ითამაშა.
სომხეთის ნაკრების ახალ მწვრთნელად ეგიშე მელიქიანი დაინიშნა - 46 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2026 წლის ნოემბრამდე გაფორმდა.
ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით, ნაკრები პირველად სექტემბერში ჩაატარებს - სომხეთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს პორტუგალიასთან და ირლანდიასთან გამართავს.