შეგვიძლია იბერიას ყველაფერში ვაჯობოთ | ლევადიას მწვრთნელი იბერიასთან მატჩზე
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლევადია’’ საქართველოს ჩემპიონ „იბერიას’’ მიიღებს. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ლევადიას’’ ესპანელმა მწვრთნელმა კურო ტორესმა განაცხადა, რომ მის გუნდს ეტაპების გავლა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეუძლია.
კურო ტორესი: „იბერია’’ ძალიან ძლიერი მეტოქეა. რფს-ის მსგავსი. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და ეს 180 წუთი უნდა გავაკეთოთ. ასე მიიღწევა პოზიტიური შედეგი. რთულია, მაგრამ ჩემმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ეს შესაძლებელია. შეგვიძლია ყველაფერში „იბერიაზე’’ უკეთესები ვიყოთ. ბოლო მატჩიდან მოყოლებული კარგ განწყობაზე ვართ, მაგრამ ევროტურნირზე წარმატებისთვის ეს საკმარისი არაა, მარტივი შეცდომების გამო ისჯებიან. ვფიქრობ, ჩემს გუნდს სამი ეტაპის გავლა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეუძლია''.
საქართველოს ჩემპიონი „იბერია'' ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიოსთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდა, კონფერენს ლიგაზე გადაერთო და მეორე ეტაპზე მისი მეტოქე ესტონეთის ჩემპიონი „ლევადიაა'', რომელსაც „ვალენსიას'' ყოფილი ფეხბურთელი კურო ტორესი წვრთნის. „ლევადია'' ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა ოდიშარიას რფს-თან დამარცხდა.
„ლევადიასა'' და „იბერიას'' შორის პირველი შეხვედრა ესტონეთში 23 ივლისს გაიმართება, თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.